"ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქუთაისში ფილმის ჩვენება ჩაშალა"

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ფილმის „ექს მანქანა-ექს ბოროტის“ ჩვენება ჩაიშალა. ფილმის ჩვენებას ქუთაისის #7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. მისი ჩაშლა კი ქალაქის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის გურამ ტოროშელიძის სახელს უკავშირდება.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენრტრის დირექტორი ნატალი პატარიძე ამბობს, რომ „მეოცნებე“ დეპუტატმა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრში დარეკა, რის შემდეგაც სკოლის მოსწავლეები ფილმის ჩვენებიდან გაიყვანეს.
„რადგან ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო მოხელეები ვიყავით და ქუთაისის მერიაში ვმუშაობდით, არ გვაძლევენ ბავშვებისათვის ფილმის ჩვენების უფლებას, მოსწავლეები შუა ფილმის ჩვენებიდან გაიყვანეს,“ - ამბობს პატარიძე.
ფილმის ჩვენების ჩაშლაში მონაწილეობას უარყოფს თავად დეპუტატი. გურამ ტოროშელიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე ქუთაისის #7 საჯარო სკოლაში მუშაობს.
„მე რა უფლება მაქვს სადმე დავრეკო და ფილმის ჩვენება ჩავშალო. საერთოდ არ ვიცი სად არის ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი. მე-7 სკოლასთან კი ერთადერთი შეხება მაქვს, იქ ჩემი მეუღლე პედაგოგად მუშაოებს,“ - ამბობს ტოროშელიძე.