წყალტუბოს რაიონში 14 წლის გოგონას ცხედარი ორი წლის შემდეგ ექსპერტიზისთვის ამოასვენეს
თარიღი : 22-05-2015, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 14 წლის გოგონას ცხედარი ორი წლის შემდეგ ექსპერტიზისთვის დედის ოჯახმა ამოასვენა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ეჭვი აქვთ, რომ მარიამ კ, რომელმაც სიცოცხლე თვიმკვლელობით დაასრულა, ძალადობის მსხვერპლი იყო და ბავშვს ელოდებოდა.
ოჯახის წევრების თქმით, მოძალადე მამაკაცი მარიამს მეგობარმა გოგონამ გააცნო, რომელმაც 14 წლის მოზარდის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია იცოდა და სიკვდილამდე სწორედ მას ესაუბრა.
"ჩემი შვილის ცხედარს დღეს ამოვასვენებთ, რადგან გავიგოთ, ჩემი შვილი მართლაც გააუპატიურა, თუ არა მამაკაცმა. როგორც სოფელში ამბობენ, ჩემმა 14 წლის შვილმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ ის 16 წლის ბიჭმა გააუპატიურა, ამის შემდეგ კი დაორსულდა."- განაცხადა მარინა ფხაკაძემ.
ცხედარი ქუთაისის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, დასკვნა კი ცნობილი ორ კვირაში გახდება.