Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

თარიღი : 21-05-2015, 20:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს.
მეორე წელია ქრისტინე თოფურია შვილებთან ერთად ავტოქარხანაში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხში ცხოვრობს.
ფართი, რომელშიც თოფურიები ცხოვრობენ ოჯახს მერიამ გამოუყო, თუმცა შენობაში ცხოვრება გაუსაძლისია.

"შენობა ნესტიანია და წყალი ჩამოდის. დენი მერიამ დიდი თხოვნის შედეგად შემომოყვანა. წყალი არ გვაქვს და ამიტომ ხშირად გვიხდება წყლის ზიდვა გარეთ, ეზოში არსებული ონკანიდან. საცხოვრებელში ასევე არ გვაქვს საპირფარეშო და სველ წერტილზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩემი პირველი ქმარი გარდაცვლილია,რომლისგანაც სამი შვილი მყავს. უფროსი ვაჟი გიორგი საღორიის ბავშვთა სოფელშია, ხოლო ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჩემთან ერთად ცხოვრობს. მეორე ქმარი ხულიგნობის გამო დააპატიმრეს. ოჯახს სწორედ ის არჩენდა , სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა,"-ამობს ქრისტინე თოფურია.

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე აცხადებს, რომ ქუთაისში მსგავსი ტიპის ოჯახებისათვის სოციალური სახლის მშენებლობა იგეგმება, ამის შემდეგ შესაბამისი კომისია იმსჯელებს პირველ ეტაპზე რომელი ოჯახები შესახლდება აღნიშნულ სოციალურ სახლში.



ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

ქუთაისში 3 მცირეწლოვანი ბავშვის დედა დახმარებას ითხოვს

თამუნა სხულუხია


ნანახია: 3253-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მზევინარ გაგოშიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს.
ახალგაზრდა ქალს, ქმარი დაჭერილი ჰყავს, თვითონ კი ავარიულ სახლში 2 წლის ბიჭუნასთან ერთად ცხოვრობს.
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
ოთახში, სადაც 4 მცირეწლოვან ბავშვს სძინავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკიდან ქვეწარმავლები ამოდიან, დაზიანებული კედლებიდან კი
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან

ამინდი