მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
თარიღი : 21-05-2015, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
როგორც ქუთაისის რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი ვაშაკიძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-12 კლასის მოსწავლეებს გამოცდას 4 საგანში - ქართულში, ისტორიში, უცხო ენასა და მათემატიკა ჩაუტარებს.
გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება, 4 საგანი - ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია მოსწავლეებმა მე-11 კლასის ბოლოს ჩააბარეს.
გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყო.
გამოცდებისათვის 44 000-ზე მეტი მოსწავლე არის დარეგისტრირებული. მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის გამოცდები 25 მაისს დასრულდება.