ხატია ვედმედევა: შოთა მურღულია „ნაციონალების“ მონა ხარ
თარიღი : 21-05-2015, 00:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის ყოფილი მმართველი ხატია ვედმედევა ცენტრალურ ხელისუფლებას ქუთაისის მერის შოთა მურღულიას საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.
როგორც ვედმედევა სოციალურ ქსელში წერს, ქალაქის საკრებულოს წევრებს შოთა მურღულიას იმპიჩმენტი სურდა, თუმცა უფლებამოსილების შეჩერებას ხელი მან შეუშალა.
"შოთა მურღულიავ, რით ვერ გაივსო შენი კუჭი ქუთაისში? და რამდენი ნიჭიერი და პერსპეკტიული ქალაქისთვის და საქართველოსთვის პიროვნებები უნდა გაამწარო? შენ მართლაც ნაციონალების მონავ! ვითხოვ როგორც "ქართული ოცნების" ერთ -ერთი ჯარის კაცი ყურადღება მიაქციოს ამ არაადეკვატურს მთავრობამ! როგორც გადაგარჩინე, როდესაც გაგდებდნენ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისე ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მოშორდე ქუთაისის და ბოლომდე არ გაანადგურო,"- წერს ვედმედევა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ხატია ვედმედევა გასულ წელს, ოპერის თეატრის მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა.