ქუთაისის ოპერა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდება

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭომ ირინა ლომინაძის კანდიდატურა მოიწონა. ლომინაძემ 16 -წევრიანი (საბჭოში ერთ-ერთი წევრი ირინა ლომინაძეა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია) საბჭოდან 9 ხმა მიიღო. დარჩენილი 6 ხმა კიდევ ერთ კანდიდატს ლაშა ნიქაბაძეს შეხვდა.
ოპერის თეატრი თავისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას კულტურის მინისტრს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცნობისთვის, ქუთაისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული პოსტი გოგი ჭიჭინაძემ დატოვა.