ქუთაისის მერი: რაც არ უნდა გაჭირვება იყოს, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს

ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით მოძრაობის მარეგულირებელი კუნძულების მოწყობა დაიწყო. სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას თქმით, ქუთაისში 30-მდე კუნძული მოეწყობა. მერის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება კუნძულების მუშაობას დააკვირდება, ხოლო თუ კუნძულები ავტომობილების შემთხვევაში გაამართლებს, შესაძლოა მსგავსი ტიპის პროექტი ქვეითად მოსიარულეებისთვისაც განხოციელდეს.
„გამწვანებულია კუნძულები და ვიზუალურადაც ლამაზია. ხშირად იყო საუბარი, უნდა განთავსდეს თუ არა კუნძულები. რა თქმა უნდა უნდა განთავსდეს. რაც არ უნდა გაჭირვება იყოს, ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს,“ - აცხადებს მურღულია.