დიდი ხელბურთი ქუთაისის სპორტის სასახლეში
თარიღი : 20-05-2015, 12:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

22 მაისს 18:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში ხელბურთში (კაცთა გუნდებს შორის) ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაში ერთმანეთს საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორი ,,ქუთაისი'' და გერმანული ,,ზაარბრიუკენი'' დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული შეხვედრა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა და ქალაქ ზაარბრიუკენის ხელბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ზაარბრიუკენის სპორტის სამსახურიც ჩართულია და სამომავლოდ ანალოგიური ღონისძიებები სპორტის სხვა სახეობებშიც იგეგმება.
გერმანული კლუბი ქუთაისში 21 მაისს ჩამოვა და აქ სამი დღე დარჩება. ,,ზაარბრიუკენი" 2004 წლიდან გერმანიის რეგიონის ზაარლანდის ლიგაში ასპარეზობს. გერმანულ კლუბში თამაშობენ ლეგიონერები, მათ შორის ქართველი ხელბურთელი გიორგი ნუკრიძე.
ზაარბრიუკენს ასევე ჰყავს ქალ ხელბურთელთა კლუბი, რომელიც 2015 წლის 9 მაისს ზაარლანდის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გახდა.