"ნაციონალმა" დეპუტატმა ქუთაისის მერიის დაცვის თანამშრომლის დაქვეითება გააპროტესტა
თარიღი : 20-05-2015, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურის უფროსი ინსპექტორის იმედა კირკიტაძის მერიიდან იუსტიციის სახლში გადაყვანას თანამდებობრივ დაქვეითებას უწოდებს ქალაქის საკრებულოს წევრი, "ნაციონალი" ამირან ძოწენიძე. აღნიშნულთან დაკავშირებით ძოწენიძემ პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ქალაქის მერიაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ იმედა კირკიტაძისათვის სამუშაო ადგიულის შეცვლა დაცვის პოლიციის შეურაცხყოფაა. დეპუტატი ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ინცინდენტის კიდევ ერთი მონაწილე, ქუთაისის საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატი კახი დვალიშვილი უნდა დაესაჯა და არა–პოლიციელი.
ცნობისთვის, დაცვის პოლიციის თანამშრომელსა და ქალაქის საკრებულოს წევრს შორის დაპირისპირება ამ უკანასკნელის ავტომანქანის პარკირების საკითხს მოჰყვა. შემთხვევა მიმდინარე წლის იანვარში მოხდა.
„კახი დვალიშვილს რამდენჯერმე მივუთითე, რომ მანქანა იმ ადგილას არ დაეყენებინა, სადაც ვიცე-მერის მანქანის ადგილია. ეს არის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას ბრძანება. დეპუტატმა ინცინდენტის წინა დღესაც იგივე გააკეთა და ყველას მოგხსნითო დაგვემუქრა. ინცინდენტის დღეს ვთხოვე, რომ რამდენიმე მეტრით ქვევით ჩაეწია მანქანა. დავურეკე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს ზვიად ჯავახიასაც, მანაც იგივე მითხრა, რომ ქვევით გაეწია მანქანა. ნახევარი საათის შემდეგ შემოვიდა კახი დვალიშვილი და იკითხა აქ ვინ არის უფროსიო. მე ჩემს ოთახში ვიყავი. გამოვედი და ვუთხარი, მე ვარ-თქო. მანქანის დაყენებას რომ მიშლი, მაგის უფლება ვინ მოგცაო. „პაგონებზე“ მომკიდა ხელი და მითხრა, მე ვარ აქ გენერალი და მე ვწყვეტ ყველაფერსო," – აცხადებდა იმედა კირკიტაძე.
ინცინდენტში მონაწილე დეპუტატმა განცხადება მეორე დღეს გაავრცელა. კახი დვალიშვილი აცხადებდა, რომ დაცვის თანამშრომელს კანონის ენით აუხსნა შინაგანაწესისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ემოქმედა და პატივი ეცა საკუთარი პროფესიისა და მუნდირისათვის. დვალიშვილმა უკმაყოფილება მედიის წარმომადგენლების მიმართაც გამოხატა და აღნიშნა, რომ მომხდარი მისი დისკრედიტაციისათვის გამოიყენეს.