პირველი ფრენა ქუთაისიდან სტამბოლში და შადრევან გამოვლილი თვითმფრინავი

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი- სტამბულის მიმართულებით პირველი რეისი განხორციელდა. ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines კვირაში სამჯერ შეასრულებს. ახალი რეისის პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

Pegasus Airlines რიგით მეორე კომპანიაა ქუთაისში wiz air-ის შემდეგ, რომელიც მნიშვნელოვნად დაბალი ფასებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.