Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მძღოლები, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანას გზას არ დაუთმობენ, დაჯარიმდებიან

თარიღი : 19-05-2015, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მძღოლები, რომლებიც სასწრაფო სამედიცონო დახმარებას გზას არ დაუთმობენ დაჯარიმდებიან. შესაბამისი კანონი უკვე მოქმედებს, მაგარმ მისი აღსრულება ნაკლებად ხდებოდა. დღეს კი სამედიცინო ცენტრში ამბობენ, რომ თუ მსგავსი შემთხვევები მომავალში დაფიქსირდება სასწრაფო დახმარება ვიდეოჩანაწერს, რომელსაც მათს მანქანებში დაყენებული კამერებით იღებენ, საპატრულო პოლიციას მიაწვდის, ისინი კი შესაბამისად იმოქმედებენ. ჯარიმის ოდენობა 30 ლარს შეადგენს.

კანონის ადმინისტრირების გამკაცრების ინიციატივა სასწრაფო სამედიცონო დახმარების დირექტორს თემურ ბარკალაიას ეკუთვნის. ბარკალაია აცხადებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაგვიანებას ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ფაქტები იწვევს.

ყველაზე დიდ პრობლემად კი ბარკალაია ცრუ და არამიზნობრივ ზარებს ასახელებს. მისი განცხადებით, ხშირად ხდება, როდესაც დღეში რამდენჯერმე ერთი და იგივე პაციენტი ურეკავს და წნევის ან სიცხის გასაზომად იძახებს სასწრაფოს, ამ დროს კი სხვა პაციენტთან მისვლა გვიანდება.

„ჩვენი სერვისი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი არის ცუდად და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავდიოდეთ სიცხეზე, თავის ტკივილზე, ბორჯომი ამომიტანე და პური მიყიდეზე. რატომღაც ამის გამოც გვიძახებენ, რაზეც ძალიან დიდი ადამიანური და დროის რესურსი მიდის. შეიძლება ვიღაც არამიზნობრივი ან ცრუ გამოძახების გამო დაზიანდეს სხვა“,- აცხადებს ბარკალაია.

წყარო: commersant.ge


ნანახია: 2111-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის, სოფო ჭუმბურიძის განცხადებით, ქუთაისში,
სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში 10 ბრიგადა მუშაობს.
ქუთაისში მაცხოვრებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მხრიდან გამოძახებებზე დაგვიანებაზე, საჭირო მედიკამენტების
„მოსახლეობას ვთხოვთ,რომ არამიზნობრივად ნუ გამოიძახებენ სასწრაფოს“.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქუთაისის ფილიალს 4 ახალი რეანიმობილი გადაეცა.

ამინდი