ქუთაისის მერიის მხარდაჭერით პოლონეთში ქუთაისელი ახალგაზრდა პოეტები გაემგზავრნენ
თარიღი : 19-05-2015, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ახალგაზრდა პოეტების მონაწილეობით პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მორიგი ლიტერატურული მარათონი გაიმართება. მარათონის მიმდინარეობისას ქართველ ავტორებთან ერთად ახალ ლიტერატურულ ნაწარმოებებს პოლონელი ავტორები დაწერენ. პროექტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ქეთი ფრანგულაიშვილის პატრონაჟით იმართება. ქუთაისის დელეგაციას პროექტის დირეცტორი შალვა კამლაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში რადიო "ძველი ქალაქის" საინფორრმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ფანცხავა და ტელე-რადიო კომპანია "რიონის" ჟურნალისტი შორენა ლაღაძე შედიან. ლიტერატურული მარათონის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ინფორმაციას პერიოდულად შემოგთავაზებთ.