მუზეუმების საერთაშორისო დღე ქუთაისშიც აღნიშნეს
თარიღი : 18-05-2015, 17:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საერთაშორისო პროფესიული დღე აღნიშნეს.
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის მერიამ დააფინანსა და მას ორგანიზება კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა გაუწია.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას სახელით ქალაქში არსებული მუზეუმების წარმომადგენლების საზეიმო მიღება გაიმართა, სადაც ღვაწლმოსილი მეცნიერ-თანამშრომლები დააჯილდოვეს.
შოთა მურღულიას განცხადებით მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის აღნიშვნა, რადგანაც ქალაქში არსებული მუზეუმები უნიკალური საგანძურია მთელი ერის.
„მინდა ყველას მოგილოცოთ მუზეუმების მსოფლიო დღე და მსურს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოგიცხადოთ თითოეულ თანამშრომელს. თქვენ ხართ ხალხი, ვინც ძალიან რთულ პირობებში ხშირად ენთუზიაზმის დონეზე იცავდით და იცავთ ჩვენი ქვეყნის საგანძურს,"- განაცხადა ქუთაისის მერმა.
დღესვე ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დროებითი გამოფენები: „არქეოლოგიური მასალები საქალაქო ცხოვრების საწყისი ეტაპისათვის ქუთაისში“; „ქუთაისის მუზეუმის მოხატული ხელნაწერები“ და სხვადასხვა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.