კაკაბაძის გალერეაში არსებული ნამუშევრების დათვალიერება ერთი დღით უფასო იქნება
თარიღი : 18-05-2015, 10:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეა ღია კარის დღეს აცხადებს. დამთვალიერებლებს, ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გალერეაში არსებული ნამუშევრები უფასოდ დაათვალიერონ.
"ველით ყველა მოქალაქეს, ჩამოსულ სტუმრებს მთელი გულით და სულით. მნახველებს ძალიან საინტერესო გამოფენა ელოდებათ,"- აცხადებს გალერიის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე.
თამუნა სხულუხია
"ველით ყველა მოქალაქეს, ჩამოსულ სტუმრებს მთელი გულით და სულით. მნახველებს ძალიან საინტერესო გამოფენა ელოდებათ,"- აცხადებს გალერიის დირექტორი ელისო ჩოგოვაძე.
თამუნა სხულუხია