სასწაული სოფელ რიონის ტაძარში
თარიღი : 17-05-2015, 23:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში, ე.წ. "სულაქველიძეების უბანში", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობის დასრულება უსახსრობის გამო ვერ ხერხდება.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, სალოცავი უკვე 5 წელია რაც მშენებარეა. მათივე განცხადებით, ტაძრის ირგვლივ კელიების მშენებლობაა დაგეგმილი, სადაც უახლოეს მომავალში ბერები დასახლდებიან.
სოფელ რიონში მდებარე აღნიშნული ტაძარი იმით არის გამორჩეული, რომ ტაძარში სასწაულის მხილველი უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. გასულ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძრის კედელზე ღვთისმშობელი გამოისახა.

გიორგი აბაზაძე