Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია და მიმართვა

თარიღი : 17-05-2015, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
50 წლის თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ცხოვრობს. ღიბრაძეს მძიმე წარსული აქვს. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში ბევრი რამის გადატანა მოუხდა. იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. აცხადებს, რომ ქმრის მხრიდან მისი დამცირება, შეურაცხყოფა და უხეში მოპყრობა ყოველდიურობას წარმოადგენდა. თამარ ღიბრაძის თქმით, მეუღლის გარდა მის მიმართ ათი წლის მანძლზე ძალადობა დედამთილ-მამამთილის მხრიდანაც ხორციელდებოდა.
თამარ ღიბრაძე ორი შვილის დედაა. ქალბატონი იხსენებს, როგორ მიჰქონდა მის უფროს ვაჟს დედასთან და პატარა დასთან საჭმელი მალულად. ქმართან განშორების შემდეგ, თამარ ღიბრაძემ და მისმა გოგონამ ცხოვრება ქმრის სახელზე გაფორმებულ ბინაში განაგრძეს. ღიბრაძის ვაჟმა კი მამასთან ცხოვრება ამჯობინა. თამარ ღიბრაძე ამბობს, რომ შვილის სარჩენად თურქეთში მუშაობა უწევდა, თუმცა, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების უცოდინრობის გამო, დააპატიმრეს. ციხეში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ციხის დატოვება ძმის მიერ შეგროვებული 2 000 ლარის გადახდის შემდეგ შეზლო. ყოველივე ამას ის ფაქტი დაემატა, რომ თამილა ღიბრაძის ყოფილმა ქმარმა ის ბინა გაყიდა, სადაც დედა-შვილი ცხოვრობდა. შესაბამისად, დედა-შვილი ქუჩაში, უსახლკაროდ აღმოჩნდა.
"უკვე ერთი წელია რაც მუდმივი საცხოვრებელი არ გვაქვს. ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწოება და ჩემი შვილის ხელფასია, მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ჩემს შვილს, რომელიც წესით მესამე კურსის სტუდენტი უნდა იყოს, სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო შეჩერებული აქვს და დაფინანსებასთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქუთაისის მერია შუამდგომლობს. ეს ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა. გულის ნერვოზი მაქვს. მედიკამენტები კი, რომელიც მჭირდება, საკმაოდ ძვირია და მათი შეძენის საშუალება არ მაქვს. ქუთაისის მერია ერთხელ 300 ლარით დამეხმარა. მეორედ მერისმ ოადგილეს შევხვდი, რომელმაც ყოველგვარ დახმარებაზე უარი მითხრა. ჩემი მდგომარეობის შესახებ წერილი სახალხო დამცველსაც მივწერე, რომლისგანაც პასუხს ველოდები," -ამბობს თამარ ღიბრაძე.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 2041-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები თამარ ღიბრაძე შვილთან ერთად თავშესაფარს ეძებს.
იმერეთის რეგიონის მკვიდრი, 23 წლის გოგონა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ამინდი