ქუთაისში დღის ცენტრმა ქუჩაში მცხოვრები 20 ბავშვი შეიფარა
თარიღი : 17-05-2015, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "world vision''-მა მიუსაფარი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ერთი თვის წინ ქუთაისში დღის ცენტრი გახსნა. TopNews.com.ge იმ პირობებით დაინტერესდა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში ბავშვებისთვის არის შექმნილი.
დღის ცენტრის მომსახურებით ამ დროისათვის 20 ბენეფიციარი სარგებლობს. ორგანიზაციის მომსახურეობაში დღეში ორჯერადი კვება, ბავშვებისათვის წერა -კითხვის შესწავლა, ცხოვრებაში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება და განათლების მიღება შედის.
,, ცენტრში ბავშვები სოციალური მუშაკების დასკვნის საფუძველზე ირიცხებიან. ისინი თანამშრომლობენ მობილურ ჯგუფებთან და ინფორმაციას იძიებენ ამ ბავშვებთან დაკავშირებით, სწავლობენ მათ მდგომარეობას, ხვდებიან ოჯახის წევრებს, შემდეგ კი ბავშვი ჩვენთან ირიცხება," აცხადებს დღის ცენტრის კოორდინატორი ნანა იდაძე.
ცნობისთვის, ,,world vision'' საქართველო 1993 წლიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაცია ძირითადად ბავშვთა კეთილდღეობასთან დაკავშირებულ პროექტებს ახორციელებს.
ნია ჯანჯღავა