ზესტაფონში მცხოვრები აბულაძეების ოჯახი სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ
თარიღი : 16-05-2015, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში მცხოვრები აბულაძეების ოჯახი სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ.
პოლიციამ 32 წლის გრიგოლ აბულაძე იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის მტკიცებით მას იარაღი სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
აბულაძეების თქმით, დილის 05:00 საათზე, მათ ოჯახში 8 სამართალდამცველი შეიჭრა, ოჯახის წევრებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს და შემდეგ სახლის ჩხრეკა დაიწყეს. აბულაძის მეუღლე აცხადებს, რომ სახლის ჩხრეკის შედეგად მათ ვერაფერი ნახეს, რის შემდეგაც პოლიციელებმა უცნობ პირს დაურეკეს, ტელეფონზე საუბრის შემდეგ კი მათ სახლის თავიდან ჩხრეკა დაიწყეს და იარაღი იმ ოთახში იპოვეს, რომელ ოთახშიც ჩხრეკა პოლიციელებს უკვე დასრულებული ჰქონდა.
"ოთახი სადაც თითქოსდა პოლიციელებმა იარაღი ნახეს, პირველად, როგორც კი შემოვარდნენ მაშინ დაათვალიერეს, თუმცა მაშინ იქ ვერაფერი აღმოაჩინეს. შემდეგ ალბათ ტელეფონით მითითება მიიღეს, რომ იარაღი ჩაედოთ და საძინებელში, საწოლის ქვეშ უცებ იარაღი შეაგდეს. ჩემს მეუღლეზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მუქარა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა ის ოჯახს ვერ ტოვებდა, რის გამოც მას დანაპირები შეუსრულეს და იარაღი ჩაუდეს", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე, ლელა აბულაძე.