ლალი მოროშკინა: სამწუხაროდ მამაკაცებმა ვერ მოგვცეს ერთობის კარგი მაგალითი
თარიღი : 16-05-2015, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო“ ქუთაისში ფილიალი გახსნა.
ორგანიზაცია, რომელიც ხუთი წარმატებული ქალის მიერ არის დაფუძნებული, 3 000-მდე ქალს აერთიანებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ მათი წევრების რიცხვი ყოველი შეხვედრის შემდეგ იზრდება.
„სამწუხაროდ, მამაკაცებმა ვერ მოგვცეს ერთობის კარგი მაგალითი. მე მქონდა პროტესტი, როდესაც რთავ ტელევიზორს და ხედავ ქალს, რომელიც წუწუნებს. მე შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნიდან გადის მხოლოდ უარყოფითი ამბები. ის კადრები, რომელიც საქართვლოდან გადის აჩვენებს, რომ ქალები არიან დაჩაგრულები, განუკითხაობის მსხვერპლი. ქალი მარტო სამზარეულოში და აბაზანაში არ არის,“ - ამბობს ლალი მოროშკინა.
ორგანიზაცია წევრ ქალებს გრანტების მოპოვებასა და სამსახურში პრობლემის შექმნის შემთხვევაში დახმარებას ჰპირდება.