თერჯოლის საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა
თარიღი : 16-05-2015, 15:17 | კატეგორია: საზოგადოება

თერჯოლის საფეხბურთო გუნდი "საპოვნელა" პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. "საპოვნელამ" პირველი ლიგის ბოლო თამაში ბორჯომის გუნდთან ჩაატარა. თამაში ანგარიშით 2–0, ბორჯომის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა როგორც გუნდში აცხადებენ, აღნიშნული შედეგი გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე არ იმოქმედებს. თერჯოლის საფეხბურთო გუნდის უმაღლეს ლიგაში გადასვლის საზეიმო ცერემონიალს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გუნდს ამ ეტაპზე სპონსორი არ გააჩნია და მის განვითარებაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზრუნავს.