გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობაზე 1.5 მილიონი ლარი დაიხარჯება
თარიღი : 16-05-2015, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

მიმდინარე თვის ბოლოს გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, ცენტრის პროექტის შედგენა უკვე დასრულებულია, ხოლო ობიექტის მშენებლობაზე მილიონნახევარი ლარი დაიხარჯება.
„ვიზიტორთა ცენტრს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აშენებს. პროექტი უმაღლეს დონეზე კეთდება. გათვალისწინებულია ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის კუთხით მდგომარეობა. გარდა ამისა, ვისაც ტერიტორიაზე რაიმე ქონება ჰქონდა, ყველას დაურიგეს კომპენსაციები,“ - ამბობს გამგებელი.
რობიზონ გვენეტაძე განმარტავს, რომ გელათის მიმდებარე არსებული ტყის მასივის გასხვისებას ხელისუფლება არ განიხილავს და აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისთვის, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სატყეო სექტორი შესაძლოა გასხვისდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი კონსტანტინე ქაამაძე ავრცელებს. თეოლოგის ინფომაციით, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტურისტული ბაზისა და ფეშენებელური ვილების აგება იგეგმება.