Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას ასხვისებენ?-რა იგეგმება მონასტერთან ახლოს?

თარიღი : 16-05-2015, 12:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე შესაძლოა გასხვისდეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი კონსტანტინე ქათამაძე ავრცელებს.
თეოლოგის ინფომაციით, გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტურისტული ბაზისა და ფეშენებელური ვილების აგება იგეგმება.

http://topnews.com.ge/photo/news/1431764203.jpg


„გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ, კერძო ინვესტორსა და სამთავრობო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის გამართულ კულუარულ-დახურულ შეხვედრაზე გადაწყდა-გელათის სამეფო მონასტრის მიმდებარედ არსებული სატყეო სექტორის კერძო საკუთრებაში გადაცემა, სადაც სავარაუდოდ პროექტით განსაზღვრულია უდიდესი ტურისტული ბაზისა და ფეშენ-ვილების აგება. გთხოვთ ყველას, მამულიშვილნო-მართლმადიდებელნო, სასწრაფოდ გადავამოწმოთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მოცემული ინფორმაციის ობიექტურობა, რათა სასწრაფოდ იქნას რეაგირება მიღებული ერისა და დედაეკლესიის მიერ. დავიცვათ "მეორე იერუსალიმი" სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევისაგან და წმინდა-ასკეტ მამათა სავანეები ანტიქრისტეს მსახურთა ხელყოფისაგან. წმ. საბას , წმ. ელიას ,წმ. ნინოს სახ. ლავრები და ბერის ციხე-ეს ხომ წმინდა სავანეებია, რომლებიც ღირს მამათა ცრემლითა და მოწამებრივი სისხლით არის მადლმოსილი,“ - აცხადებს კონსტანტინე ქათამაძე.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომპეტენტური პირების კომენტარებს უახლოეს პერიოდში მოგაწოდებთ.


ნანახია: 2564-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე თვის ბოლოს გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.

ამინდი