Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გაიზარდა თუ არა კრიმინალი- topnews.com.ge-ს გამოკითხვა ქუთაისში

თარიღი : 15-05-2015, 22:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ ქუთაისში გამოკითხვა ჩაატარა. სააგენტო ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენური მდგომარეობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა აზრით დაინტერესდა. რესპონდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ქალაქში, ისევე, როგორც ქვეყანაში კრიმინალი მომატებულია. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მათ სიტუაციის გაუარესება უფრო მედიიდან ესმით, ვიდრე ეს რეალობაში ხდება.

ანა პავლიაშვილი: "ჩემი აზრით გაიზარდა, ღამე ქუჩაში გასვლისა და მარშუტკაში ქურდობის არ მეშინოდა, ახლა კი მეშინია. ამ ბოლო დროს ბევრ ჩემს ნაცნობს მოპარეს ტელეფონი."
ლელა გამეზარდაშვილი:"გაიზარდა, თუმცა მე ჯერ არ შემხებია და იმედია არც შემეხება."

მარიამ ლამანიძე:"ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, როგორიც იყო."

ციური ვირსალაძე: "გაიზარდა, ყველა კუთხეში შენობებს აყაჩაღებენ, ქურდობამ იმატა.

უცნობი მამაკაცი( არ ისურვა სახელი და გვარის თქმა): "არ გაზრდილა, "ნაციონალების" დროს მეტი იყო."

ალექსანდრე ლილუაშვილი: "არ გაზრდილა, პირიქით შემცირებულია."

მარინე ბექაია: "კრიმინალი გაზრდილია ქუთაისში."

თინა ფერაძე: "ვერ გეტყვით, ჩემს უბანში არაფერი მომხდარა."

დოდო გოგილავა:"კრიმინალმა იმატა, ქვეყანა დაქცევამდეა მისული, ხალხისთვის არავის სცალია."

ზურაბ გურეშიძე:"ბოლო პერიოდში იმატა კრიმინალმა."

შოთა ბეილიშვილი: "ცოტათი იმატა".

გოგელაშვილი ილია: "რასაც ტელევიზია და პრესა ამბობს, ესეთი საგანგაშო მდგომარეობა არაა".

თენგიზ ყიფიანი:"ბოროტად იყენებენ თანამდებობებს და ამიტომაცაა კრიმინალი გაზრდილი. კრიმინალი სწორედ ჩვენი მძიმე ფინანსური მდგომრეობის გამო გაიზარდა."

თამუნა სხულუხია


ნანახია: 1749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოიმატა თუ არა კრიმინალმა საქართველოში, გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, ენდობით თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას
ქუთაისში, საფიჩხიის დასახლებაში, 26 მაისის ქუჩაზე, შეიარაღებულმა პირებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააყაჩაღეს და ინკასაციის
საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიცია დაშინებულია.
ეთანხმება თუ არა ქალაქის მოსახლეობა მერის ამ განცხადებას? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მ თემაზე გამოკითხვა ჩაატარა.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში 10 ბრიგადა მუშაობს.

ამინდი