ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რეგიონში არსებული პრობლემებით დაინტერესდა
თარიღი : 15-05-2015, 19:32 | კატეგორია: ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ახალმა უფროსმა გიორგი ამაშუკელმა, იმერეთის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
გიორგი ამაშუკელი იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს გაეცნო და მათი გადაჭრის გზებზე ისჯელა, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ დროულ და ეფექტიან განხორციელებაზე გამახვილდა.
"დღეს იმერეთის ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, მუნიციპალიტეტების გამგებლებმა მათ რაიონებში არსებულ მდგომარეობაზე მოგვაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია. იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სხვა მხარეებში, ინფრასტურუქტურული პროექტებისა და სოფლის მხარდაჭერის პროექტების მონიტორინგი მუდმივად განხორციელდება". – განაცხადა გიორგი ამაშუკელმა
"რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი რეგიონის მთავრობასთან დამაკავშირებელი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, სწორედ ამიტომ მათთან ერთად მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემების განხილვა, პრობლემების უფრო სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას უზრუნველყოფს". – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
აღნიშნული შეხვედრების მიზანს რეგიონების განვითარება და მხარეში არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს.