ქუთაისი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
თარიღი : 15-05-2015, 12:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

2017 წელს საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს საქართველო 2 წელიწადში თბილისსა და ქუთაისში ელის.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უპასუხეს.
,,ეს არის ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაქსიმალურად მოგვიწევს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.ასევე ძალიან ბევრი ტურისტის მიღების ორგანიზება.ეს ღონისძიება ღირსეულად უნდა ჩატარდეს ჩვენს ქალაქში. მე საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას,"- განაცხადა შოთა მურღულიამ.
2012-15 წლების ციკლში, მსოფლიო რაგბი საქართველოში დაახლოებით 3.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის პირდაპირ ინვესტიციას ახორციელებს რაგბის კავშირის განვითარების, მაღალი მიღწევებისა და სანაკერბო პროგრამების, ასევე თბილისის თასის ყოველწლიური მასპინძლობის მხარდასაჭერად.