"შაჰ-აბასს არ გაუკეთებია იმდენი ცუდი ქართველებისთვის, რასაც ეს ხელისუფლება უკეთებს"
თარიღი : 15-05-2015, 12:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ორგანიზებით, იპოთეკური სესხებით დაზარალებულები ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობით მივიდნენ. აღნიშნული ჟესტით აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი მისამართით გაცემული დაპირებები შეახსენეს და დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.
,,დღევანდელი აქცია იმ აქციების გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ორი წლის მანძილზე იმართება. ჩვენ გვინდა დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები და გამოსახლებების შეჩერება,“ - განაცხადა დარეჯან სულაქველიძემ.
,,შაჰ-აბასს არ გაუკეთებია იმდენი ცუდი ქართველებისთვის, რასაც დღევანდელი ხელისუფლება უკეთებს ამ ხალხს. ესენი მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან გადასული. არ აინტერესებთ რა დღეშია მოსახლეობა," - ამბობს "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.