Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ქუთაისსა და თბილისში გაიმართება

თარიღი : 14-05-2015, 23:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2017 წლის 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო რაგბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. თამაშები ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ივნისში ანალოგიურ ტურნირს წელს იტალია უმასპინძლებს.
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მიულოცა.
"მინდა მივულოცო საქართველოს რაგბის კავშირს, საქართველო 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას მასპინძლობის ინვესტიციისთვის. მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები 2017 წელს დიდებულ ტურნირს მიიღებენ. საქართველო უნიკალური სტუმართმოყვარეობის ქვეყანაა, სპორტის მდიდარი ტრადიციებით", - განაცხადა ლაპასემ.
საქართველოსთვის მასპინძლობის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო რაგბის საბჭომ დუბლინში მიიღო.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გია ნიჟარაძის თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოს დიდი პატივია.
"ეს ტურნირი დიდებული საშუალებაა, კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში რაგბი. ეს ტურნირი კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ნიჟარაძემ.


ნანახია: 2198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს საქართველო 2 წელიწადში თბილისსა და
20-წლამდელ მორაგბეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი ქუთაისში 'აია არენა'-ზე გაიმართება.
2017 წელს, რაგბში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება შესაძლოა საქართველომ მიიღოს.
ქუთაისში ჩემპიონატს რაგბის კომპლექსი უმასპინძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მორაგბეთა 28-ე ჩემპიონატის 'დიდი ათის' დიდი ფინალის მატჩი 13 მაისის გაიმართება.

ამინდი