Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში საბაგიროების ტრანსპორტირების კვლევის პირველი ეტაპი დასრულდა

თარიღი : 14-05-2015, 22:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, საბაგიროების მოსაწყობად ტრანსპორტირების კვლევის პირველი ეტაპი დასრულდა.
საქართველოში ვიზიტად მყოფი, ფრანგული კომპანია „პომაგალსკის“ ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან ბუვიე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს თენგიზ შერგელაშვილს შეხვდა და კვლევის შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს და თანამშრომლობის გზები დასახეს. კვლევა ჭიათურაში ფრანგული კომპანია „სისტრას“ ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა აწარმოეს, რომელიც
საბაგირო გზების სრული რეაბილიტაციის მიზნით ხორციელდება. ამის შემდეგ უკვე საბაგიროს მარშრუტებისა და ტიპის განსაზღვრა მოხდება.

პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზების 4 მონაკვეთს ჩაუტარდება (ჯამური სიგრძე 2,5 კმ ), რომელიც ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურის მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალების თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია „პომაგალსკი“ განახორციელებს.

იგი, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის სფეროში. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2016 წლის ბოლოს იგეგმება.


ნანახია: 2040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შესაბამის ხელშეკრულებას დღეს, ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის გამო ერთ-ერთი ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი

ამინდი