Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გუგული მაღრაძე ქუთაისელ სტუდენტებს: ჩვენ დიდი წარმატება გვაქვს

თარიღი : 14-05-2015, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა პროგრამის ,,ღია თვითმართველობის პარტნიორობა“ ფარგლებში შედგა. პროგრამას, რომლის განხორციელებაში საქართველოს პარლამენტია ჩართული, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ.
,,ღია თვითმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში პარლამენტი თავის თავზე იღებს იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული იმისთვის, რომ ადამიანებმა მეტი იცოდნენ რას აკეთებს მთავრობა და პარლამენტი. ჩვენ დიდი წარმატება გვაქვს იმ მხრივ, რომ საკმაოდ გამჭვირვალეა პარლამენტის მუშაობა, მოსახლეობას აქვს ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მოქალაქეთა ჩართულობა ქვეყნის მართველობის საქმეში ნაკლებია. ეს, ასევე უნდა გააკეთოს პარლამენტმა და ჩვენ ვცდილობთ მოსახლეობას, სტუდენტებს გავაცნოთ რა არის ეს პროგრამა, რომ გავზარდოთ მოქალაქეთა ჩართულობა. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებიც მოგებულები დარჩებიან და ჩვენც განვახორციელებთ ჩვენს ძირითად მისიას- უკეთესად ვმართოთ ქვეყანა,‘’ განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში გუგული მაღრაძემ.
,,ღია თვითმართველობის პარტნიორობის" პროექტში საქართველო სხვა 65 ქვეყანასთან ერთადაა ჩართული.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1756-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სტუდენტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე,
საჯარო ლექცია ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.
აღნიშნული მემომრანდუმის ფარგლებში იუსტიციის სკოლა ქუთაისელ სტუდენტებს უფასო ლექცეიბს ჩაუტარებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს პარლამენტში
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ახალი სეზონიდან განახლებულ რუბრიკას, ინტერიუ-ს გთავაზობთ, სადაც საზოგადოებისთვის

ამინდი