Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თარიღი : 14-05-2015, 14:58 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა.
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა III ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა და ქვედანაყოფის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ მალხაზ მერლანს მადლობა გადაუხადა.

დროშის გადაბარების ცერემონიალი III ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველიმ მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშილი და გიორგი ჭიღვარია და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.


ნანახია: 1530-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე–3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.
ჩვენმა ჯარისკაცებმა წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, გენერალური შტაბის უფროსმა, ქუთაისის მერმა და იმერეთის სამსახრეო ადმინისტრაციის
ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით

ამინდი