დროშის გადაბარების ცერემონიალი ქუთაისში
თარიღი : 14-05-2015, 13:57 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეით ბრიგადას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ბრიგადის საბრძოლო დროშის გადაბარების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ქუთაისში გაიმართა. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის დროშა ვიცე-პოლკოვნიკ როლანდ კიკნაველიძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის ახალ მეთაურს წარმატებები უსურვა. დროშის გადაბარების ცერემონიალი მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ საზეიმო მარშით დაასრულა. ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის რეგიონის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ.