„ჩემი ოცნებაა ჩემმა ძმამ კასტილებით მაინც გაიაროს,“ - ავტოსაგზაო შემთხვევის ტრაგიკული შედეგები
თარიღი : 14-05-2015, 13:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან მიმდინარე წლის ივნისის თვეში ორი წელი ხდება. ორი წლის წინ, 19 ივნისს აღნიშნულ სოფელში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაიღუპნენ მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი და კიდევ მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი. ავარიას გადაურჩნენ ძმები კაჭარაძეები, თუმცა მათგან ერთ-ერთი ნესტორ კაჭარაძე მეტყველებისა და გადაადგილების უნარის გარეშე დარჩა.
კაჭარაძეები ქალაქ ხონში ცხოვრობენ. ნესტო კაჭარაძეზე ძმა, კახა კაჭარაძე ზრუნავს. ძმებს ერთმანეთის გარდა სხვა არავინ ჰყავთ. კახა კაჭარაძე ამბობს, რომ ძმის მოსავლელად ოჯახში ყველაფერი გაყიდა. ამჯერად კი არავითარი საშუალება აღარ დარჩა.
„ქორწილის მეორე დღე იყო. სოფელ მათხოჯში მეზობლისმ ანქანით ბიძაშვილთან ვიყავით. ჩვენ ნასვამები ვიყავით. არ ვიიც რა მოხდა. ცენტრალურ გზაზე მანქანა ხეს შეეჯახა. ამბობენ, მძღოლს გულმა უმტყუნაო. ჩემი ძმა საავადმყოფოდან ფაქტობრივად მკვდარი გამოგვატანეს. ამის შემდეგ ჩვენ ექიმი მოვიყვანეთ და მკურნალობა დავუწყეთ. ყველაფერი გავყიდე. მძღოლი კაცი ვარ, სატვირთო მანქანა მყავდა რითაც ოჯახში ფული შემომქონდა, ისიც გავყიდე. ორი წელიწადია ჩემს ძმას მე ვუვლი. მუხლისა და ბარძაყის ოპერაცია უნდა გაუკეთდეს, რომ კასტილებით გავლა შეძლოს. ეგ არის ჩემი ოცნება,“ - ამბობს კახა კაჭარაძე.
593 6 15 93 -ეს არის ნომერი, რომელზეც კაჭარაძეების ოჯახის დახმარების მსურველებს დაკავშირება შეუძლიათ.