წერეთლის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ყოფილი წევრი თვითმმართველობას უპირისპირდება
თარიღი : 22-09-2013, 00:28 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი წევრი გიგა გელხვიიძე უნივერსიტეტის თვითმმათველობას უპირისპირდება. გელხვიიძე საკუთარ facebook-ის გვერდზე წერს, რომ ისინი ხელისუფლების ცვლილებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი იყვნენ, ხოლო როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მისი თქმით, "სტუდენტური თვითმმართველობის" თავმჯდომარემ გადაწყვიტა პოლიტიკურად ნეიტრალური პიროვნება გამხდარიყო და "ნაციონალური მოძრაობა" უნივერსიტეტში აღარ ეხსენებიათ.
"შარშან, როდესაც "ნაციონალური მოძრაობამ " დაკარგა ხელისუფლება, დაიწყო კრიზისული პერიოდი და გაჩნდა კითხვა, თუ რა ვქნათ?! სწორედ ამ დროს მე მომიწია გავმხდარიყავი "ნეიტრალი" და არანაირი ფრაზა "ნაციონალების" სასარგებლოდ აღარ უნდა მეთქვა. მაშინ როდესაც სანამ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, იყო ჩვენი "პაიესტკები" ანაკლიაში, ბაკურიანში, და კიდევ ბევრგან და ვალდებული ვიყავით კიდევაც მორალურად დაგვეკრა ტაში მათთვის. (ახლა აღარანაირი მიზეზი არ გამაჩნია იმისა, რომ დავმალო ჩემი სიმპატიები ამ პარტიის მიმართ.) მოკლედ გადავწყვიტე, ვიყო იქ, სადაც საჭიროა, რომ ვიყო და არა იქ, სადაც მომიწევს ვითაამაშო ფსევდო ნეიტრალიტეტი, რადგანაც ვინმემ "ნაციონალი" არ დამიძახოს. დღეს ხომ ეს პაზორია. მე მირჩევნია დღეს ვიყო იმ ხალხის გვერდით და დაუდგე მათ მხარში ვისითაც, (არ მომერიდება ამის თქმა) ვსარგებლობდი, ვინც მხარში მიდგა და მაგ პერიოდში ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე. დღეს მე ვდგავარ ამ ადამიანების გევრდით, რადგან მათ სწორედ დღეს ჭირდებათ მხარდაჭერა, მე არ შემიძლია ვითამაშო ნეიტრალიზმი იმიტომ, რომ ჩემს სკამზე მყარად ვიჯდე და სტუდენტები მოვატყუო, თვალებში ნაცარი შევაყარო და ვუთხრა,–იცით მე არასოდეს ვყოფილვარ "ნაციონალების" გევრდით და ნეიტარლი ვარ თქო. დიახ მე ვიყავი და დღესაც ვარ "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით, მე მირჩევნია ვაღიარო მათი შეცდომები და დავრჩე მათ გვერდით ვიდრე ვითამაშო ფსევდო ნეიტრალი. ახლა კი თვითმმართველობაში ოცნებას ვერ ბედავენ, რადგან წარსული ნაციონალებთან აქვთ და "ნაციონალობას" კიდე მალავენ, რაც სამარცხვინოა."– ამბობს გელხვიიძე.