Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კინო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის

თარიღი : 14-05-2015, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის #45 საჯარო სკოლა-პანსიონი ერთ-ერთია იმ დაწესებულებეთაგან, სადაც პროექტ "კინო სკოლაში" ფარგლებში, კინოჩვენებები ეწყობა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფრგლებში უკვე მეორე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარაში სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიხედვით ფილლმბის ჩვენება ეწყობა. იმის გამო, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა მსოფლიო კინოს შედევრებს გაეცნონ და ელემენტარულად დიდ ეკრანზე ნახონ ფილმი, ეროვნული კინოცენტრის გადაწყვეტილებით, კინო თავად მოვიდა მათთან.
კინოჩვენებებს ეროვნულ კინოცენტრში გადამზადებული სპეციალისტები ახორციელებენ.
"ხუმრობით ჩვენ ერთმანეთს კინომისიონერებსაც ვუწოდებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მისია გვაკისრია, ახალგაზრდა თაობას შევაყვაროთ კინო, ვაჩვენოთ ქართველი და უცხოელი კინო-კლასიკოსების ფილმები,"-აცხადებს კინომცოდნე, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი თამთა თურმანიძე, რომელიც ამ სკოლაში შეძღუდული შესაძლებლობის ბავშვებისთვის ფილმების ჩვენებას კურირებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კინო-ჩვენებები ქუთაისის გარდა, ხონის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის, ზესტაფონისა და წყალტუბოს სოფლებშიც ხორციელდება.
#45 საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება მესამედ მოეწყო. აღნიშნულ დაწესებულებაში 37 შეძღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობს. მათი უმრავლესობა სმენადაქვეითებულია. ბავშვები ფილმის შინაარსს სპეციალური თარჯიმნის საშუალებით იგებენ. მოსწავლეების განსაკუთრებული მოწონება ჩარლი ჩაპლინის ფილმებმა დაიმსახურა. ბავშვებმა ფილმების მიხედვით ნახატებიც დახატეს. ბავშვების შესრულებული ნახატები ეროვნულ კინოცენტრს გადაეგზავნა, რომელიც ნახატების კონკურსის მოწყობას გეგმავს.

http://topnews.com.ge/photo/news/1431587175.jpg


"ეს პროექტი და ფილმების ჩვენება ძალიან მომწონს. ჩარლის ფილმებიც ძალიან მომეწონა,"- ამბობს მოსწავლე ლაშა კვაჭაძე.


ნანახია: 3075-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საზაფხულო კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის,' - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც ასოციაცია 'სინემარა' ქუთაისის
ბოტანიკურ ბაღში ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ შაბთა-კვირას გაიმართება.
ქუთაისში კაფე-კინო ბრაზერსის მეპატრონე, ლევან ჭავჭანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსს, თამთა თურმანიძეს
კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია

ამინდი