Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"თამარობა" გეგუთის ციხეში

თარიღი : 14-05-2015, 09:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
14 მაისს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია წმინდა მეფის, თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. ყოველი წლის ამ დღეს კი, ,,თამარობა“, როგორც სახალხო დღესასწაული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში გეგუთის კულტურის სახლისა და გამგეობის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული თუ თეატრალური ნომრები, მოეწყობა შეჯიბრი სპორტის სახეობებში და გაიმართება დოღი.
,,წვიმიანი ამინდის შემთხვევაში ღონისძიების ნაწილი ჩატარდება კულტურის სახლში, სადაც "თამარობის“ სტუმრებს ვუმასპინზლებთ“, -განაცხადა topnews.com.ge-სთან საუბარში წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთის გამგებელმა გრიგოლ სანებლიძემ.
უკვე დადგინდა, რომ გეგუთის ციხე თამარის ეპოქისაა და წყაროებზე დაყრდნობით მე-4 საუკუნით ათარიღებენ. გეგუთის ციხე ფეოდალური ხანის სამეფო ტიპის სასახლეებს შორის ერთადერთი კარგად შემონახული ძეგლია.

http://topnews.com.ge/photo/news/1431580852.jpg


ამჟამად ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და გეგუთის ციხის განვითარების კონცეფციის გამოცხადების შემდეგ გადაწყდება მთლიანად აღდგება ციხე თუ კონსერვირდება.
აღსანიშნავია, რომ გეგუთის ციხე მალე შეუერთდება დასავლეთ საქართველოს ტურისტული ობიექტების რიცხვს.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 2897-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ინფორმაცია წყალტუბოს გამგეობას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა
განათებული გეგუთის ციხე (ფოტო)
თამარის ციხეზე თეატრალიზებული კომპოზიცია დაიდგა, რომლის ავტორი წყალტუბოს კულტურის ცენტრი იყო.
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი

ამინდი