ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებული პატიმრობას გადაურჩა
თარიღი : 13-05-2015, 08:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ირაკლი შენგელია ახორციელებდა მსჯავრდებულ გ.ფ.-ს ინტერესების დაცვას. გ.ფ. გასამართლებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდული სამყაროს წევრობისათვის და ქურდობისათვის. გ.ფ.-ს შეფარდებული ჰქონდა პირობითი მსჯავრი და პრობაციის ბიუროში ყოველკვირეულად გამოცხადების ვალდებულება, რასაც იგი თავიდან ასრულებდა, თუმცა შემდეგ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება.
პრობაციის ბიურომ გ.ფ.-ს გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა მისთვის პირობითი სასჯელის გაუქმება და დაპატიმრება იმ მოტივით, რომ გ.ფ. თავს არიდებდა პრობაციის ბიუროში გამოცხადებას არასაპატიო მიზეზით.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატმა ირაკლი შენგელიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა დაკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ გ.ფ. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ იყო წასული და საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.
ქუთაისის საქალქო სასამართლომ ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საფუძვლიანად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმერეთის ბიუროს წარდგინება. ამრიგად მსჯავრდებული გ.ფ. ადვოკატის ძალისხმევით პატიმრობას გადაურჩა.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.