ვის რამდენი შემოსავალი აქვს საქართველოში?-გამოკითხვის შედეგები
თარიღი : 13-05-2015, 08:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

NDI-ს გამოკითხულთა 24 პროცენტისთვის ოჯახის შემოსავალი 261-400 ლარია. კითხვაზე რამდენი იყო თქვენი ოჯახის შემოსავალი გასულ თვეს, გამოკითხულთა 19-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თანხა 401-800 ლარს შეადგენდა. ასევე 19 პროცენტისთვის ოჯახის შემოსავალი 151-260 ლარი იყო. 14 პროცენტისთვის კი 150 ლარამდე. ოჯახის შემოსავალი 800 ლარს ჯამში გამოკითხულთა 12 პროცენტისთვის აღემატებოდა.
გამოკითხულთა 58%-სთვის, ოჯახის შემოსავლის წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა.
კითხვაზე, 12 თვის განმავლობაში ჰქონდა თუ არა თქვენს ოჯახს შემოსავალი შემდეგი წყაროებიდან გამოკითხულთა უმეტესობამ – 58-მა პროცენტმა პენსია და სახელმწიფო დახმარება დაასახელა. ოჯახის წევრების ხელფასი მოსახლეობის 44-მა პროცენტმა დაასახელა.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვას შემოსავლის წყაროდ გამოკითხულთა 33 პროცენტი ასახელებს. საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრების, ნათესავების ან მეგობრების მიერ გამოგზავნილი თანხა შემოსავლის წყაროდ გამოკითხულთა 14 პროცენტისთვის რჩება. საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ნათესავისა და ახლობლებისგან გამოგზავნილი ფული კი 11 პროცენტისთვის.
bfm.ge