Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"5 წელია ჩვენს ოჯახში ხორციანი საჭმელი არ გაკეთებულა"

topnews.com.ge
76 წლის ცისანა ჩიკვაიძე რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. ლტოლვილების კორპუსში მძიმე პირობებში ცხოვრობს. აღნიშნულ კორპუსში გადმოსვლა ოჯახს მას შემდეგ მოუხდა, რაც ბინა, რომელიც მათ საცხოვრებლად შეიძინეს, იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდა. ცისანა ჩიკვაიძე ამბობს, რომ ამის შესახებ მოგვიანებით, საცხოვრებელის გადაფორმების დროს შეიტყვეს, თუმცა არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ბინის შენარჩუნება ვერ შეძლეს. "ლტოლვილების კორპუსში" ოჯახი ქალაქის მერიამ დროებით შეასახლა. რძალ-დედამთილი შიშობს, ბინის მეპატრონე მათ საცხოვრებლის დაცლას მოსთხოვს და ქუჩაში აღმოჩნდებიან. ამიტომ, ჩიკვაიძეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითხოვენ.

http://topnews.com.ge/photo/news/1431489502.jpg


ბინის გარდა, ჩიკვაიძეების ოჯახს თავის გატანის პრობლემაც აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახში არავინ მუშაობს, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა, თუმცა ეს უკანასკნელი სამი თვეა არ აუღიათ. ცისანა ჩიკვაიძის რძალი ინგა ოდილაური ამბობს, რომ არსებულ პირობებს მისი შვილების მუდმივი ავადმყოფობაც ართულებს. ოდილაური ბავშვების ავადმყოფობის მიზეზად საცხოვრებელში არსებულ ნესტსა და არასათანადო მდგომარეობას ასახელებს.
"ბინა ნესტიანია და წვიმის დროს წყალი ჩამოდის. კედლები სულ სველია. ფანჯრებსაც ჭუჭრუტანები აქვს. ასეთი პირობების გამო ბავშვები ხშირად ავადდებიან. წამლის ფულის უქონლობის გამო კი გაციებული ბავშვისთვის შირად ხახვის ნაყენი დამილევინებია,"-ამბობს ინგა ოდილაური.
შვილიშვილის ავადმყოფობის გამო ცისანა ჩიკვაიძემ სამწლიანი სესხი აიღო, რომელსაც თავისი პენსიიდან ისტუმრებს. მოხუცის თქმით, ბავშვებს სათანადო კვება არ აქვთ. "ხუთი წელია ჩვენს სახლში ხორციანი საჭმელი არ გაკეთებულა,"-ამბობს თვალცრემლიანი მოხუცი.

http://topnews.com.ge/photo/news/1431489542.jpg


სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრში აცხადებენ, რომ ჩიკვაიძეებს სოციალური შემწეობა მიმდინარე წლი მარტში შეუჩერდა. ამ ეტაპზე კი შემწეობის დანიშვნის პროცედურები მიმდინარეობს. სამსახურის უფროსის ნინო ჭიღლაძის თქმით, ამის შემდეგ ოჯახი შემწეობას სრულად აიღებს. რაც შეეხება საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ საბინაო ფონდის შესაქმნელად მერია სახელმწიფო ქონების სააგენტოდან ქუთაისში არსებული უფუნქციო შენობების ქალაქისათვის გადაცემას ელოდება. აღნიშნულის შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლება შენობების რეაბილიტაციას და მათში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებით შესახლებას გეგმავს.
ჩიკვაიძეების ოჯახში აცხადებენ, რომ დახმარებას სამი წელია ითხოვენ და ასევე სამი წელი უშედეგოდ ელოდებიან. დახმარებას კი ჩიკვაიძეები ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, საპატრიარქოსგანაც ელოდებიან.

თამუნა სხულუხია


ნანახია: 3286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დარეჯან ურთმელიძე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს.
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
უსახლკარო მოქალაქეების შესახლებას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება იმ კორპუსში გეგმავს, რომელიც ქალაქში, ნიკეას ქუჩაზე აშენდა.
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
ოჯახი, სადაც სამი არასრულწლოვანია, ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.

ამინდი