17-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქუთაისში ქმარმა ცოლი სახლის გარეშე დატოვა

ქუთაისში მცხოვრებ ლეილა ლომიძეს შესაძლოა საკუთარი სახლი დაატოვებინონ. ქუჩაში აღმოჩენის საფრთხე ლომიძემ მას შემდეგ გააცნობიერა, რაც აღმოაჩინა, რომ მისმა უკვე ყოფილმა ქმარმა მისი შეძენილი ბინა თაღლითური გზითა და მოტყუებით გადაიფორმა.
"მე და ჩემი ქმარი ერთად 17 წლის განმავლობაში ვცხოვრობდით. ბინა, რომელშიც ვიყავით, წვალებით შევიძინე. საერთო შვილი არ გვყავს. ჩემს ქმარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი. მის შვილებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ცოტა ხნის წინ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა სამუშადოდ და მთხოვა ბინა მისთვის გადამეფორმებინა. მე არაფერი მიეჭვია, რადგან ვენდობოდი. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ბინა მის შვილს გადაუფორმა და მე სახლიდან წასვლა მომთხოვეს. მითხრა, რომ მან და მისმა ყოფილმა ცოლმა შერიგება გადაწყვიტეს," - ამბობს ლეილა ლომიძე.
ქალბატონი აცხადებს, რომ ის მის კუთვნილ ბინას არ დათმობს. ლეილა ლომიძე ამასთანავე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფასა და დაშინების მცდელობაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის თებერვალში, მისი ბინა ყოფილი მეუღლის საკუთრებაში გადავიდა.
"ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბინა დავიბრუნო. იყო მუქარები გადი სახლიდან, მაინცადამაინც მე უნდა გაგაგდო თუ გაზით გაგუდვა გინდაო," - ამბობს ლეილა ლომიძე.