ქუთაისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით გაფრენა 48 ევროდ არის შესაძლებელი
თარიღი : 11-05-2015, 23:32 | კატეგორია: ახალი ამბები

ავიაკომპანია „პეგასუსი" ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს იწყებს. კომპანიის წარმომადგენლის ელენე კიკნაძის თქმით, მიმდინარე წლის 19 მაისიდან ავიაკომპანიის მომხმარებელს ქუთაისიდან როგორც სტამბოლში, ისე აღნიშნული ქალაქის გავლით 30 ქალაქის მიმართულებით ფრენა შეეძლება.
მისი ინფორმაციით, ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ბილეთის საწყისი ფასი 48 ევროა, რაც შეეხება ევროპის სხვადასხვა ქალაქს, იქ გამგზავრებას მომხმარებელი მიმინუმ 70 ევროს გადახდის შემთხვევაში შეძლებს.
ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი მიმართულებით ფრენა კვირაში სამ დღეს - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორცელდება. მათივე ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და დაბალი ფასის გამო გაფრენაზე მოთხოვნა, ძალიან დიდია.
commersant.ge