Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შპს მკითხველი-ნებისმიერი გემოვნების მკითხველზე მორგებული კომპანია ქუთაისში

თარიღი : 11-05-2015, 19:31 | კატეგორია: საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
ჩვენს სინამდვილეში რთულია იპოვო ისეთი კომპანია, რომელიც სასურველ წიგნს სახლიდან გაუსვლელად შეგარჩევინებს და ასევე სასურველ მისამართზე მის ტრანსპორტირებას ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე უზრუნველყოფს.

საქართველო მსგავსი კომპანიების სიმრავლით არ გამირჩევა. სამაგიეროდ, ამ კუთხით გაუმართლა ქუთაისს. ბარათაშვილის ქუჩა #6-ასეთია მისამართი, სადაც შპს „მკითხველი“ მდებარეობს. ორგანიზაცია სამი თვეა ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში დახვეწილი, მკითხველის საჭიროებებზე მორგებული სერვისისა და ოპერატიულობის გათვალისწინებით, კომპანიამ რამდენიმე ათასი მომხმარებლის ნდობა სამართლიანად დაიმსახურა.

„ევროპაში ძალიან კარგად მუშაობს ეს სერვისი. საქართველოში მსგავსი ქოლ-ცენტრების სიმრავლე არ არის. თბილისში არის მხოლოდ სამი ქოლ-ცენტრი. ამიტომაც გადავწვიტეთ დაგვეარსებინა, კომპანია, რომელიც წიგნების გავრცელების სერვისს დასავლეთ საქართველოს შესთავაზებდა. ჩვენი სურვილი და გეგმაა მთელი დასავლეთ საქართველო დავფაროთ. შპს „მკითხველი“ პირველ რიგში მოქალაქეთა კომფორტზეა გათვლილი. კომპანია ავრცელებს წიგნებს საგამომცემლო და კიდევ უფრო ნაკლებ ფასებში. გვაქვს სახლში წიგნის უფასოდ მიტანის სერვისი. მომხმარებელი მხოლოდ წიგნის საფასურს იხდის. ამ ეტაპზე ქუთაისის გარდა, საჩხერეს, ჭიათურასა და ბათუმს ვფარავთ. მომავალში გაფართოებას და წიგნის მიწოდებას ისეთი რაიონებისთვის ვგეგმავთ, სადაც წიგნის მაღაზიები არ არის,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ხელაძე.


შპს „მკითხველი“ 30-მდე საგამომცემლო სახლთან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ორგანიზაცია სხვადასხვა იშვიათი ლიტერატურის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს. ორგანიზაციის მომხმარებელს 18-მდე ოპერატორი ემსახურება. თითოეული ოპერატორი დეტალურ ინფორმაციას ფლობს ნებისმიერი ჟანრისა თუ ასაკისათვის გათვალისწინებული წიგნის შესახებ. ქოლ-ცენტრის ოპერატორების დახმარებით წიგნის შერჩევის გარდა, მოქალაქეებს „მკითხველის“ ოფისში მისვლა და სასურველი წიგნის ადგილზე შერჩევაც შეუძლიათ. კომპანია მომხმარებელს საბავშვო ლიტერატურის ფართო არჩევანსაც სთავაზობს.

„ეტაპობრივად ვამატებთ ოპერატორებს. ამ წუთშიც გვაქვს ვაკანსია. ჩვენი ოპერატორები რეკავენ მოქალაქეებთან და სასურველი წიგნის შერჩევაში ეხმარებიან. ოპერატორებს უტარდებათ ტრენინგები, გადამზადება, შემდეგ ერთკვირიან პრაქტიკას გადიან და უკვე ამის შემდეგ იწყებენ მუშაობას. არ ყოფილა შემთხვევა, მკითხველი ჩვენი მომსახურებით უკმაყოფილო ყოფილიყოს. ამიტომაც არის, რომ მომხმარებლების რაოდენობა მზარდია,“ - ამბობს შპს „მკითხველის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მჟავანაძე.

ორგანიზაცია, რომელიც ქართულ ბაზარს სამი თვის წინ შეემატა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე წარმატებულია. წარმატების ფორმულას კი სწორად შერჩეული, პროფესიონალი კადრები, წიგნების სიყვარული და „მკითხველის“ სურვილების ზუსტი ცოდნა წარმოადგენს.


ნანახია: 3064-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეის მონაცემებით, ორგანიზაციას 150 ახალგაზრდა ჰყავს დასაქმებული.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გიორგი კეკელიძის ინიციატივით "წიგნის ბუდე" შეიქმნა.
ქუთაისში ტომ ვანდერბილთის წიგნის -"საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ (და რას ამბობს ეს ჩვენს
ჭიათურის გარდა ორიგინალური სათავსოები ქვეყნის 7 ქალაქში მოეწყო.
კვლევის მიზანია წიგნის სეგმენტის ყველა კომპონენტის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღებით წიგნის ბაზრის ზოგადი შეფასება,
კომპანია 'მკითხველი' ერთი წელია რაც დაარსდა და უკვე ჩართული იყო ორ ფართომასშტაბიან პროექტში. კერძოდ, 'წიგნი გისოსს მიღმა' და

ამინდი