„მურღულიას ჩვენთვის არ სცალია,“ - ქუთაისის მერისგან დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში 24 უსახლკარო ოჯახი ოთხი წელია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ოჯახების აღიშნული რაოდენობიდან 22 სოციალურად დაუცველია. შენობაში მაცხოვრებლები განმარტავენ, რომ ელექტროენერგია ადგილზე საკუთარი სახსრებით შემოიყვანეს. წყალი ერთ ადგილას, ეზოში აქვთ, ისიც საათობრივად. არ გააჩნიათ საპირფარეშო, ხოლო ბუნებრივ აირზე საუბარს ზედმეტად თვლიან.

სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მაცხოვრებლები ქვეწარმავლების სიმრავლესაც უჩივიან. ოთახები, სადაც ისინი ცხოვრობენ ნესტიანია, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის.

"აქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ოთხ წელიწადში შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ბავშვები ხშირად ავადდებიან, უმეტესობას სტომატიდი აქვს,"-აცხადებს ერთ-ერთი მოსახლე გუგული გოგუა.
სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"მარტოხელა, უსახლკარო ადამიანი ვარ, ამ დასახლებაში ხან ერთთან ვათენებ ღამეს და ხან მეორესთან, საკუთარი საბანიც არ გამაჩნია. მხოლოდ პატარა ოთახს ვითხოვ, როგორც ჩანს, მურღულიას ჩვენთვის არ სცალია,“ -ამბობს დასახლებაში მცხოვრები დავით ბერაძე.
სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მაცხოვრებელთა პრობლემებზე ქალაქის მერიაში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ მათ შენობა უნებართვოდ დაიკავეს და მათი გამოსახლების საკითხი დღის წესრიგში დგას. თუმცა კონკრეტულად რა ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ ოჯახებს, აღნიშნულთან დაკავშირებით Topnews.com.ge ქალაქის მერიიდან კომენტარს ელოდება.
თამუნა სხულუხია