"მიწისა და შრომის სიყვარულმა გადამარჩინა", - ომს გადარჩენილი ასწლოვანი მებრძოლი წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში მცხოვრებ ვახტანგ ტურაბელიძეს 100 წლის იუბილე და ფაშიმზე გამარჯვების დღესასწაული იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიულოცეს.

საუკუნეს მიღწეული გმირი ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და ყურადღება განსაკუთრებით ახარებს.
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 100 წლის ვახტანგ ტურაბელიძეს მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის, მხედრული მამაცობისა და ღირსეულად გავლილი წლებისთვის. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ სამამულო ომის გმირს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოიყო. როგორც ომის ვეტერანს ვახტანგ ტურაბელიძეს პირად ანგარიშზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ 1000, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი ჩაერიცხა.
,,მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. სამამულო ომის წლებში 417 ქართულ დივიზიაში ვიბრძოდი, დაჯილდოვებული ვარ მედლებითა და სიგელებით. მიწისა და შრომის სიყვარულმა გადამარჩინა. თანატოლები თითქმის აღარ შემომრჩა, ამიტომ ჩემს ფიქრებს ხშირად სახლის წინ დარგულ საუკუნის მუხას ვუზიარებ. 19 შვილიშვილი მყავს, რომლებსაც ქვეყნისა და მიწის სიყვარულს ვასწავლი,"- განაცხადა ომის ვეტერანმა.
იუბილარი საპატიო სტუმრებს თავისი ხელით დაწურული ღვინით გაუმასპინძლდა.