Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია სამართალდამცველების მიერ მოლაშქრეთა დაჯარიმების ფაქტებმა"

თარიღი : 11-05-2015, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სალაშქრო სეზონის გახსნის შემდეგ, ცივი იარაღის ტარების გამო მართალდამცველების მიერ მოლაშქრეთა დაჯარიმების ფაქტები გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოლაშქრეთა ეროვნული ფედერცია ავრცელებს.

"სალაშქრო სეზონის გახსნის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია სამართალდამცველების მიერ მოლაშქრეთა დაჯარიმების ფაქტებმა ცივი იარაღის ტარების გამო. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ფედერაციაში შემოსულია ინფორმაცია დაჯარიმების ათეულობით შემთხვევის შესახებ. სოლიდური ჯარიმა 200 ლარს შეადგენს. გაცნობებთ, რომ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია აწარმოებს მოლაპარაკებას ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელიც აღნიშნულ თემასთან კავშირშია და ცივი იარაღის ტარების აუცილებლობიდან გამომდინარე ვეძებთ ოპტიმალურ გამოსავალს.

მანამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ: ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ, გთხოვთ ცივი იარაღი შეინახოთ ზურჩანთაში. დაუშვებელია ცივი იარაღის სხეულზე ან ჩანთაზე მიმაგრება (თუნდაც ქარქაშით)," - ნათქვამის ფედერაციის განცხადებაში.


ნანახია: 1869-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაკები ოფიციალურად გაიშალა.
სალაშქრო სეზონის გახსნაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქვე მოლაშქრე კლუბებს შორის შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ქუთაისის
ფესტივალი 25 აპრილს დაიხურება.
რა სახის სასჯელს ითვალისწინებს არასრულწლოვნის დათრობა, ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის გარეშე
ადვოკატ ლედი ტუკვაძის თქმით, მამაკაცს სამართალდამცავები იმ ცივი იარაღის ტარებას ედავებოდნენ, რომელიც თავად ჩაუდეს.

ამინდი