Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და ხელისუფლებების შვიდი ილუზია

თარიღი : 21-09-2013, 19:34 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ომით გაყოფილი საზოგადოებები 20 წლის შემდეგ: სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგების რესურსები, “- აღნიშნულ თემაზე ქუთაისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ დებატები გაიმართა. დებატებში ექსპერტი გია ნოდია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მონაწილეობდნენ.
მინისტრის განცხადებით, ქართულ-რუსული კონფლიქტის ათვლის ბოლო თარიღი არა 1992, არამედ 2008 წელია. ზაქარეიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა თავიანთ მიზნებს ვერ მიაღწიეს. როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, კონფლიქტის მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზებისა და ოსებისათვის ისეთი პირობების შეთავაზებას გულისხმობს, რასაც მათ რუსეთი ვერ შესთავაზებს. კერძოდ, ამგვარ შეთავაზებად მინისტრი მათ დემოკრატიულ განვითარებას, განათლებას, ეკონომიკურ განვითარებას და ეთნიკურობის შენარჩუნებას ასახელებს.
გია ნოდიას განცხადებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებას ოპტიმისტურად უცქერდა წინა ხელისუფლება. როგორც ნოდია აღნიშნავს, ანალოგიურ განწყობას ინარჩუნებს მოქმედი ხელისუფლებაც. თავად ექსპერტი ამტკიცებს, რომ საკითხის მიმართ მისი შეხედულება მკვეთრად განსხვავებული და პესიმისტურია. ნოდიამ შვიდი ილუზია წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს უკავშირდება. ექსპერტმა აქვე აღნიშნა, რომ ილუზიები დაკვირვებების შედეგად არის შემუშავებული.
პირველი ილუზიის მიხედვით, რომ არა რუსეთი, აფხაზებს და ქართველებს არაფერი ექნებოდათ გასაყოფი. მეორე ილუზიით ნათქვამია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დამოუკიდებლად უნდა განვიხილოთ. ხოლო მისი გადაწყვეტა მხოლოდ ქართულ-აფხაზური დიალოგით შეიძლება. შემდეგი ილუზიის მიხედვით, კონფლიქტი ეთნიკურია, რადგან მისი მიზეზი შეიძლება ქართულ და აფხაზურ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში ვეძებოთ. მორიგი ილუზია ამბობს, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა საქართველოს რუსეთთან შეთანხმებითაა შესაძლებელი. გია ნოდია აღნიშნავს, რომ ეს ილუზია ქვეყნის ყველა მთავრობას ჰქონდა. ერთ-ერთი ილუზიის მიხედვით, კონლიქტის გადაწყვეტა დასავლეთის ზეწოლით შეიძლება, ხოლო თუ საქართველო გახდება ძალიან კარგი ქვეყანა, აფხაზები და ოსები თვითონ მოინდომებენ ჩვენთან შერიგებას.


ნანახია: 1974-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს უახლესი ისტორიისათვის საკმაოდ მძიმე დღეა.
რა ხდება ხვალ იმერეთში? 26.09.2013 ანონსი
შეხვედრის მიმდინარეობისას დაისვა ის ძირითადი სდაკითხები, რაც დევნილების პრობლემებს ეხება.
14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე
დებატები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ დაგეგმილი 2016 წლის საჯარო დებატების სერიის ფარგლებში
პაატა ბურჭულაძე 'სახელმწიფო ხალხისთვის' წყალტუბოს რაიონული ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა.
[online][/online]
[offline][/offline]
: Bharat , Гости | 17.02.14 | 
I have been so beeeldwrid in the past but now it all makes sense!
[online][/online]
[offline][/offline]
: Chhoung , Гости | 19.02.14 | 
That kind of thninkig shows you're an expert http://cqeoysk.com kemlcnkbxtg [link=http://izwzuz.com]izwzuz[/link]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]

ამინდი