"ქუთაისი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არაა"
თარიღი : 11-05-2015, 10:14 | კატეგორია: ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დირექტორი გია გოქაძე აცხადებს, რომ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის საფეხბურთო მოედანზე მატჩის მიმდინარეობის დროს გულშემატკივრებს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოების გამოფენა დაუშალეს.
"მივმართავ ქალაქ მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას და მოვითხოვთ ახსნას: რატომ დაუშალეს საფეხბურთო თამაშის მსვლელობის დროს სამართალდამცავებმა შენგელიას სახელობის სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს იმ ბანერის გამოფენა, რომელზეც უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ქართველების ფოტოები და სახელები იყო გამოსახული და რატომ არ დაგმო სტალინის სურათის გამოფენა ქალაქის მერმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში? რატომ დღემდე ვერ მივიღეთ პასუხი უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ტერორისტის ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟთან დაკავშირებით? ბატონო მერო, ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელიც პასუხის გაცემას ითხოვს. ეს ქალაქი ბიძინა ივანიშვილის საკუთრება არაა. აქ ჩვენ ვცხოვრობთ და პასუხსაც ჩვენ ვითხოვთ," - აცხადებს გოქაძე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 მაისს ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა.