"რუსულ ტანკს შემოვუძეხი კიდევ ქუთაისში"-უმასპინძლეს თუ არა ქალაქში რუს ტურისტებს?

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ააიპ ქუთაისის სპორტულ გაერთიანებათა დაწესებულების დირექტორის მოადგილე მამუკა მღვდელაძე მის მიერ ქალაქში რუსი ბაიკერების მასპინძლობის ფაქტს უარყოფს. მღვდელაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ის კომენტარის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა ამბობს, რომ დუმილის დარღვევა მომხდარისათვის პოლიტიკური დატვირთვის მიცემამ აიძულა.
მამუკა მღვდელაძე განმარტავს, რომ რუსი ბაიკერები სტუმრად მის მეზობელთან იმყოფებოდნენ. ხოლო თავად ბაიკერების შემსწრე სახლიდან გამოსვლის დროს გახდა. მღვდელაძე ამბობს, რომ რუს ტურისტებს მიესალმა ისევე როგორც მის მეზობლებს, დალიეს და ბოლოს საერთო ფოტოც გადაიღეს.
"სარაჯიშვილი-ჩეჩელაშვილის კვეთაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემს მეზობლებს ასეთი ტრადიცია აქვთ: გამოფენენ სტალინის სურათებს და აღნიშნავენ. მიმდინარე წლის 9 მაისსაც იგივე მოხდა. არ ვარ ის კაცი, ჭიშკრიდან გამოვიდე, ვინმეს არ მივესალმო და ისე წავიდე. მივედი იმ ხალხთან ვინც იქ იჯდა. ფოტოც გადავიღე მათთან ერთად და ჭიქაც ავწიე. ის, რომ მე ვუმასპინძლე ამ ხალხს, ტყუილია. ეს არის სისულელე. რუსულ ტანკს შემოვუძეხი კიდევ ქუთაისში. ყველაფერზე სიცრუის ტირაჟირება და ტენდენციურობა არ შეიძლება," - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
მღვდელაძე აქვე აღნიშნავს, რომ მისი ნათქვამის დადასტურება და მომხდარის დეტალების მოყოლა მეზობლებსაც შეუძლიათ.