"კითხვა მაქვს ბიძინასთან: რატომ არის დღეს საქართველო გადაწითლებული?"
თარიღი : 10-05-2015, 23:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ხელისუფლების მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღუსრულებლობაზე საუბრობს.
ბარათაშვილის თქმით, 2013 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა "თავისუფლების ქარტიაში. ცვლილებების ინიციატორი "ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ კორძაია იყო. აღნიშნული კანონის მიხედვით, კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე კომუნისტურის სიმბოლოების გამოყენება აიკრძალა.
"დღეს ჩვენი ქვეყნის მტრებს ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების და კომუნისტურ-იმპერიალისტური პროპაგანდის საშუალება ეძლევათ.
ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ თავისუფალი საქართველოს განვითარებისთვის, სადაც ადგილი კომუნისტურ -ტოტალიტარული, იმპერიალისტურ რუსული ძალებისთვის ბუნებრივად არ დარჩება.
ვისაც რა უნდა ის აღნიშნოს, მხოლოდ კანონის ფარგლებში. რას ამბობს კანონმდებელი კორძაია, მაშინ როცა მის მიერ ინიცირებული ნორმა არ სრულდება?
კითხვა მასთან და ბიძინას მთავრობასთან: სად დგას სახელმწიფო და რატომ არსებობს კონონი, რომელიც არ სრულდება?! რატომ არის დღეს საქართველო გადაწითლებული?," - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი.
ცნობისთვის, "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში წითელი არმიის სარდლის ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებასა და რუსული დასახელების ქუჩებისათვის სახელების გადარქმევას ითხოვს.