Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ორშაბათიდან ანტიკორუფციული კომისია სენაკში იმუშავებს

თარიღი : 9-05-2015, 12:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
11 მაისიდან ანტიკორუფციული კომისია სენაკში იმუშავებს.
საპარალემენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, კომისია სენაკში ყველა იმ დარღვევას შეისწავლის, რომელიც მუნიციპალიტეტში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოხდა.

როგორც მინაშვილმა განმარტა, კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

„11 მაისიდან ანტიკორუფციული კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს ქალაქ სენაკში. კომისია სენაკაში ჩავა და დეტალურად გამოიკვლევს იმ სამართალდარღვევებს, იმ კორუფციულ ფაქტებს, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართული, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმძიმეს ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე, იმ დროს როცა ხდება ჩვენი მოქალაქების ყოველდღიური გაღატაკება საჯარო მოხელეები სახელმწიფო ხარჯებს იყენებენ თავიანთი კეთილდღეობისთვის და ამით ზიანს აყენებენ ჩვენი მოაქალაქეების ცხოვრებას. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არცერთი ფაქტი არ დაიმალება და ყველა ფაქტი გამოვლინდება“,- განაცხადა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული კომისიამ უკვე იმუშავა გურჯაანში, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, მრავალი კორუფციული და ნეპოტიზმის ნიშნები გამოავლინეს.


ნანახია: 1695-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეშველიანის თქმით, საჭიროა საკონკურსო-საატესტაციო კომისია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდეს.
ორი დღის განმავლობაში, პარტიის წევრები ვანის მოსახლეობასა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ამინდი