ევროპის დღე ქუთაისში-ღონისძიებების პროგრამა
თარიღი : 8-05-2015, 18:03 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ევროკავშირი ქუთაისში ევროპის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქუთაისს ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლობა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწვევიან. ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ქუთაისში, ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 მაისს, 15:00 საათზე გაიხსნება.
ღონისძიების დროს გაიმართება კონცერტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია. ასევე. ENPARD-ის მცირე ფერმერული კოოპერატივების პორდუქციის გამოფენა მოეწყობა. დაუკრავენ მუსიკალური ჯგუფები „სამიზნე“ და „მუზეუმი“. ღონისძიებას გაუძღვებიან ელეონორა გოგოლაშვილი და დათო ლიკლიკაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიების ფარგლებში მობილურ ლაბორატორიას წარმოადგენს. ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გამოფენას გამართავს ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეზიუმეები. ასევე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი უმასპინძლებს ისტორიულ გამოფენას სოფლის მეურნეობის თემატიკაზე საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ახლოს გაეცნობიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტებს.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მერია, ჩეხური ორგანიზაცია „People in Need” და ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობისთვის ENPARD.